ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად დღეს რამდენიმე ძალიან ძლიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარტნიორების მხრიდან. მადლობა ესტონეთს, შვედეთს, დანიას, ლიეტუვას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ტალინის დეკლარაციას.
„ვემზადებით ხვალ „რამშტაინის“ ძლიერი გადაწყვეტილებისთვის. ასევე, ველოდებით სამხედრო დახმარების პაკეტს შეერთებული შტატებიდან. მადლობა ყველას, ვინც იცავს მშვიდობას ჩვენთან ერთად, დიდება ჩვენს ყველა მებრძოლს, რომლებიც გვაჩვენებენ გამძლეობას და აძლევენ უკრაინას იმ შედეგს, რაც გვაქვს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
9 ევროპული ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა, ხელი მოაწერეს „ტალინის დეკლარაციას,“ რომელიც უკრაინისთვის შემდგომი დახმარების გაწევის ვალდებულებას ითვალისწინებს.