დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს. 9 ევროპული ქვეყნის - დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, დანიის, ნიდერლანდების, სლოვაკეთისა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრებმა, ხელი მოაწერეს „ტალინის დეკლარაციას,“ რომელიც უკრაინისთვის შემდგომი დახმარების გაწევის ვალდებულებას ითვალისწინებს.
ცნობილი გახდა ისიც, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას „ბრიმსტოუნის“ ტიპის 600 რაკეტას გადასცემს. 125 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს კიევი ლიეტუვისგან. 113 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას გამოუყოფს უკრაინას ესტონეთი. დანია კი უკრაინას, ფრანგული წარმოების ტანკებს მიაწვდის.