საფრანგეთის მასშტაბით საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მანიფესტაციები საფრანგეთის წამყვანი 8 პროფკავშირის მოწოდებით ტარდება.
პარიზში, სადაც ყველაზე მასშტაბური მანიფესტაცია ტარდება, აქციაზე 400 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელისაბედ ბორნმა 10 იანვარს წარადგინა საპენსიო რეფორმის პროექტი, რომლის მიღებასაც მთავრობა 2023 წელს გეგმავს.
მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყანაში საპენსიო ასაკს ორი წლით, 64 წლამდე გაზრდის.