ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდასაჭერად ევროპის გრძელვადიანი ერთიანობის აუცილებლობას.
პედრო სანჩესის თქმით, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფასი მაღალია.
„მათ [უკრაინელებმა] უნდა იგრძნონ ევროკავშირის სოლიდარობა, თანაგრძნობა და ერთგულება. ჩვენ უკრაინელების გვერდით იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.
პედრო სანჩესმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროა უფრო ძლიერი და მეტად ინტეგრირებული ევროპა, რადგან საერთო გამოწვევებს საერთო პასუხები სჭირდება.