ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.
„ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ისტორიას და საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: უნდა იყოს თუ არა უკრაინა უკვე ნატოს წევრი? მაშინ უკრაინაში ომი არ იქნებოდა და ამიტომაც ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას ახდენენ“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.
სანა მარინმა ასევე განაცხადა, რომ 2014 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა ყირიმს, ევროპასა და მის მოკავშირეებს უფრო მტკიცედ უნდა ემოქმედათ.
„ჩვენ გვინდა გავხდეთ ნატოს წევრი, რადგან აღარ გვინდა ომი ფინეთში“, - აღნიშნა მან.