ზელენსკი: რუსეთი ახალ მცდელობას ამზადებს, რათა ომში ინიციატივა ხელში ჩაიგდოს

ზელენსკი: რუსეთი ახალ მცდელობას ამზადებს, რათა ომში ინიციატივა ხელში ჩაიგდოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ახალ მცდელობას ამზადებს, რათა ომში ინიციატივა ხელში ჩაიგდოს, ხოლო ფრონტზე საომარი მოქმედებების ხასიათი თავდაცვითი მიწოდების კუთხით ახალ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

„რაც მოხდა დნიპროში, ის ფაქტი, რომ რუსეთი ამზადებს ახალ მცდელობას ომში ინიციატივის ხელში ჩაგდების მიზნით, ის ფაქტი, რომ ფრონტზე საომარი მოქმედებების ხასიათი მოითხოვს ახალ გადაწყვეტილებებს თავდაცვით მიწოდებაში - ეს ყველაფერი მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევის კოორდინაცია და გადაწყვეტილების მიღების დაჩქარება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.