უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, - ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
„დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი: ფუნდამენტური შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, - წერს არესტოვიჩი.
არესტოვიჩი ამტკიცებდა, რომ დნიპროში მრავალსართულიანი შენობის აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედების შემდეგ მოხდა. მოგვიანებით არესტოვიჩმა ახალი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტა, რომ თავდაცვის სისტემის მუშაობის შესახებ მას მეგობარმა უთხრა, რომელიც აქამდე არასოდეს შემცდარა, თავად არესტოვიჩმა კი ამ განცხადების მტკიცებითი ფორმა გადაღლილობას დააბრალა. მოგვიანებით მან ეს განცხადებაც წაშალა და დაწერა, რომ ინტერვიუში ამბობს ფრაზებს „როგორც ჩანს“ და „ეს ჯერ კიდევ გასარკვევია“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ განცხადება სახლში თავდაცვის სისტემის რაკეტის მოხვედრის შესახებ მხოლოდ ვერსიაა, რომლის შემოწმებაა საჭირო.