უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, 30 ადამიანია დაღუპული. მათ შორის 15 წლის გოგონაა.
დაშავებულია 70-ზე მეტი ადამიანი, 12-ის მდგომარეობა მძიმეა. სამაშველო სამუშაოები უკვე მე-3 დღეა, გრძელდება.