ჩეხეთში 13-14 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს ამომრჩევლებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება 14:00 საათიდან 22:00 საათამდე შეეძლებათ, ხვალ კი - 08:00 საათიდან 14:00 საათამდე. ამის შემდეგ დაახლოებით 15 000 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლა დაიწყება.
პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩეხეთში მესამედ ტარდება. მოქმედ პრეზიდენტ მილოშ ზემანს, რომელიც ამ თანამდებობაზე მეორე ვადას ასრულებს, არჩევნებში მონაწილეობა კონსტიტუციით აქვს აკრძალული.
პრეზიდენტობისთვის 8 კანდიდატი იბრძვის, ფავორიტებად კი მოძრაობა ANO-ს ლიდერი, ყოფილი პრემიერი ანდრეი ბაბიში, ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილი მეთაური, გენერალი პეტრ პაველი და მენდელის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი დანუშე ნერუდოვა.