დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა პარტნიორებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ განიხილოს, თუ როგორ უზრუნველყონ უკრაინის სწრაფი დახმარება, მათ შორის ტანკების მიწოდება.
„ჩვენ ვაჩქარებთ უკრაინის მხარდაჭერას ახალი თაობის სამხედრო ტექნოლოგიის მიწოდებით, რომელიც დაეხმარება უკრაინას ამ ომის მოგებაში. ცხადია, რომ ტანკებს შეუძლიათ სიტუაცია შეცვალონ უკრაინელებისათვის და [ბრიტანეთის] პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას უთხრა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას გავუწევთ. პრემიერ-მინისტრმა სთხოვა თავდაცვის მდივანს უახლოეს კვირებში იმუშაოს პარტნიორებთან, რათა განიხილონ, თუ როგორ შეგვიძლია უფრო სწრაფად გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის ტანკებით უზრუნველყოფა“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.