ინდოეთმა მოკლე სიშორის ბალისტიკური რაკეტა Prithvi-II გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.
„რაკეტა Prithvi-II, რომელიც ინდოეთის ბირთვული შეკავების პროგრამის განუყოფელი ნაწილია, მიზანი მაღალი სიზუსტით გაანადგურა. Prithvi-II-ის სასწავლო-საწვრთნელმა გაშვებამ დაადასტურა რაკეტის ყველა საექსპლუატაციო და ტექნიკური პარამეტრი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Prithvi-II-ს 250 კილომეტრზე ფრენა და 500 კილოგრამამდე საბრძოლო ნაწილის ტარება შეუძლია.