პერუს მთავარმა პროკურორმა პრეზიდენტ დინა ბოლუარტესა და რამდენიმე მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. BBC-ს ცნობით, გამოძიება გენოციდის მოწყობის მუხლით მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმეკვირიანი შეტაკებების შედეგად ქვეყანაში ათობით ადამიანი გარდაიცვალა.
პერუში შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დეკემბერში კონგრესის დათხოვნის მცდელობის გამო პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტი პედრო კასტილიო დააკავა. 9 იანვარს პერუს სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ხულიაკაში კასტილიოს მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს 17 ადამიანი ემსხვერპლა.
გენერალური პროკურატურის ცნობით, გამოძიება დაწყებულია პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს, პრემიერ-მინისტრ ალბერტო ოტაროლას, ასევე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების წინააღმდეგ.