ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი მუცლის არეში ძლიერი ტკივილების გამო საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიტიკოსი აშშ-ში, ფლორიდაში, ორლანდოს მახლობლად მდებარე კლინიკაშია. ბრაზილიურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ბოლსონარუს ჯანმრთელობის მდგომარეობა 2018 წელს მასზე განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება - მაშინ ის მუცელში დანით დაჭრეს.
8 იანვარს, ბრაზილიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 1 კვირაში, არჩევნებში დამარცხებული ბოლსონარუს მხარდამჭერებმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა განახორციელეს. სამართალდამცველებმა 1 500-მდე ადამიანი დააკავეს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბოლსონარუმ მხარდამჭერების ქმედებები დაგმო.