ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი მეექვსედ დაიკავა. ქვეყანას ახალი მთავრობა ჰყავს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ისრაელის ახალ მთავრობას 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
როგორც ცნობილია, ახალი მთავრობა, რომელიც მემარჯვენე „ლიკუდის“ მოკავშირე ულტრამემარჯვენე და ულტრაორთოდოქსი პარტიებით არის დაკომპლექტებული, უპირატესობას ყოვლისმომცველ სასამართლო რეფორმას მიანიჭებს, რომელიც პოლიტიკურ და სასამართლო ძალებს შორის ბალანსს დაამყარებს.