პელეს გარდაცვალების გამო, ბრაზილიაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

პელეს გარდაცვალების გამო, ბრაზილიაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ, პელეს გარდაცვალების გამო, ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. ბრძანება ძალაში 29 დეკემბერს შევიდა.

ლეგენადარული ფეხბურთელი 82 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა.

პელემ სპორტული კარიერა 1977 წელს დაასრულა. პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი - 1958, 1962 და 1970 წლებში.

FIFA-მ პელე მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელად, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი მე-20 საუკუნის სპორტსმენად დაასახელა.