მიხეილ ყაველაშვილი: გირგვლიანის თემით, რომ ვიხელმძღვანელოთ, ევროპული სასამართლო პირდაპირ შოკირებულია, თუ როგორი დანაშაულებრივი სისტემური ხასიათის იყო სხვადასხვა უწყების ჩართულობა

მიხეილ ყაველაშვილი: გირგვლიანის თემით, რომ ვიხელმძღვანელოთ, ევროპული სასამართლო პირდაპირ შოკირებულია, თუ როგორი დანაშაულებრივი სისტემური ხასიათის იყო სხვადასხვა უწყების ჩართულობა

მცდელობა, რომ ისტორია გადაწერონ, ამ რადიკალურ ძალას ეს ყოველთვის ახასიათებდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა

„მცდელობა, რომ ისტორია გადაწერონ, ამ ძალას, რადიკალურ ფრთას ეს ყოველთვის ახასიათებდა. გირგვლიანის თემით, რომ ვიხელმძღვანელოთ, ევროპული სასამართლო პირდაპირ შოკირებულია, თუ როგორი დანაშაულებრივი სისტემური ხასიათის იყო სხვადასხვა უწყების ჩართულობა, როგორ სინქრონულად მოქმედებდნენ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. ის, რაც ჩვენ ვიცოდით, უბრალოდ ეს დაადასტურა ევროპულმა სასამართლომ. პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, თითქოს, უნდათ, გადახაზონ ეს და დაავიწყონ ქართულ საზოგადოებას, ეს პირიქით ხდება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

„გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა, რომ „მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა“.

როცა შენ ეხები ჩემს სიწმინდეს, მოსულა! და მოკვლა რომ სდომებოდა იქ ვინმეს, იარაღებიც ჰქონდათ და დამალვაც შეეძლოთ უფრო უკეთესადაც!, - ასე უპასუხანაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ჯორბენაძე მირტად ქამადაძეს.