თუკი, საღად მოაზროვნე ადამიანს ექნება ობიექტურობის განცდა, ეს არის ადვილად წაკითხვადი, რომელიც სულაც არ არის საბანკო-საფინანსო დავა, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„ხედავთ, რომ აგენტოკრატებმა მობილიზება გაუკეთეს 400 ევროპარლამენტარს და მიაღებინეს რეზოლუცია, რომელიც არის უსაფუძვლო და სამარცხვინო. ეს არის ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ ბიძინა ივანიშვილს მიაღებინონ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, რომ ის დააბრუნონ პოლიტიკაში და მან გავლენა იქონიოს ხელისუფლებაზე“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივმა მრჩევლებმა „კრედიტ სუისსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით პრესრელიზი გაავრცელეს.