დავით მათიკაშვილი: ფსკერს ქვემოთ დაშვებაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პოლიტიკოსები ცდილობენ გაამართლონ ის უსაშინლესი საქციელი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სანდრო გირგვლიანისა და მისი ოჯახის მიმართ ჩაიდინა

დავით მათიკაშვილი: ფსკერს ქვემოთ დაშვებაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პოლიტიკოსები ცდილობენ გაამართლონ ის უსაშინლესი საქციელი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სანდრო გირგვლიანისა და მისი ოჯახის მიმართ ჩაიდინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ფსკერს ქვემოთ დაშვებაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პოლიტიკოსები ცდილობენ გაამართლონ ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სანდრო გირგვლიანისა და მისი ოჯახის მიმართ ჩაიდინა.

„ფსკერს ქვემოთ დაშვებაა, როდესაც „ნაცმოძრაობა“ და მასთან აფილირებული პოლიტიკოსები ცდილობენ სანდრო გირგვლიანის საკითხთან დაკავშირებით რამე ფორმით გაამართლონ ის უსაშინლესი საქციელი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სანდრო გირგვლიანისა და მისი ოჯახის მიმართ ჩაიდინა. პარლამენტის სპიკერმა ციტირება გააკეთა სტრსბურგის გადაწყვეტილების, რომლის შავით თეთრზე წაკითხვის შედეგად არანაირი კითხვის ნიშანი წესით ადამიანს არ უნდა გაუჩნდეს, თუ მას სუბიექტური და ამორალური ინტერესი არ გააჩნია ამ საქმის მიმართ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა, რომ „მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა“.

როცა შენ ეხები ჩემს სიწმინდეს, მოსულა! და მოკვლა რომ სდომებოდა იქ ვინმეს, იარაღებიც ჰქონდათ და დამალვაც შეეძლოთ უფრო უკეთესადაც!, - ასე უპასუხანაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ჯორბენაძე მირტად ქამადაძეს.