დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაზე, რომ ქვეყანაში დაგვრჩეს განვითარების შანსი ევროპული მიმართულებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განუცხადა.
„როცა არ გინდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავდნენ, ეს რატომ უნდა იყოს დაკავშირებული თუნდაც ნებისმიერ მტკივნეულ საკითხთან წარსულში? ჩვენ აწმყოში ვსაუბრობთ იმ პრობლემაზე, რომელიც არის იმდენად პრობლემური, რამდენადაც შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს ისტორული შანსი, გახდეს ევროპული, დიდი ოჯახის ნაწილი“, - განაცხადა მელიამ.
„გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა, რომ „მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა“.
როცა შენ ეხები ჩემს სიწმინდეს, მოსულა! და მოკვლა რომ სდომებოდა იქ ვინმეს, იარაღებიც ჰქონდათ და დამალვაც შეეძლოთ უფრო უკეთესადაც!, - ასე უპასუხანაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ჯორბენაძე მირტად ქამადაძეს.