გირგვლიანის საქმემ დიდწილად გადაიყოლა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა. დღეს ამ საქმეზე ასეთი საუბარი, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აკეთებენ, ვფიქრობ, კიდე უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს ამ პარტიას, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„ამ საკითხის შემობრუნება, კიდევ ვიღაცებზე გადაბრალება, ისევ გირგვლიანზე გადაბრალება, რასაც აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი, ეს ერთ რამეზე მეტყველებს - მათ ვერანაირი სწორი დასკვნა, საღი აზრი ვერ გამოიტანეს ამ ყველაფრიდან. ამიტომაც არის, რომ ამ ქვეყანაში მათი მხარდაჭერა არის ძალიან იმიტირებული“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი აცხადებს, რომ გირგვლიანი მორალურად დამნაშავე იყო. ის არავის მოუკლავს, მის დანაშაულს მოყვა სახელმწიფოს მხრიდან რეაქცია. „ნაცმოძრაობის“ მეორე ნაწილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
„გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა, რომ „მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა“.
როცა შენ ეხები ჩემს სიწმინდეს, მოსულა! და მოკვლა რომ სდომებოდა იქ ვინმეს, იარაღებიც ჰქონდათ და დამალვაც შეეძლოთ უფრო უკეთესადაც!, - ასე უპასუხანაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ჯორბენაძე მირტად ქამადაძეს.