საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე იმედს გამოქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ შეიცვლის.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს უბრალოდ განცხადებად დარჩება და არ იქნება პოზიციის ცვლილება. ორმაგი სტანდარტის დანერგვა ამ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს და ყველა ადამიანი, რომელიც კანონის წინააღმდეგ წავა, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე უნდა დაექვემდებაროს შესაბამის პასუხისმგებლობას“, - აცხადებს გივი მიქანაძე.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია სახელწოდებით „არ შეიწყალო კრიმინალი“ გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სურთ, სალომე ზურაბიშვილს შეახსენონ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები.
„ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, როცა ვიდექი ქუჩაში?“ - ასე მიმართა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართული აქციის მონაწილეებს.