ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა საქართველოს იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძესთან შეხვედრა გამართეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, იუსტიციის სამინისტროში რატი ბრეგაძესთან შეხვედრა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თაობაზე გაიმართა.
„აქ ვიყავით ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნის და აშშ-ის წარმომადგენლები. იუსტიციის მინისტრს შევხვდით მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. განვიხილეთ მიმდინარე სამართალწარმოება და ჯანმრთელობის საკითხები. დეტალებში ვერ შევალ“, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა