საქართველოს გათავხედებულმა პრეზიდენტმა „საახალწლო სოფელზე“ ბოროტი ჯადოქარივით თქვა - აგერ, რუსული სოფელია ჩემს კარებთან - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს გათავხედებულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის მოედანზე გახსნილ „საახალწლო სოფელზე“ ბოროტი ჯადოქარივით თქვა:"აგერ, რუსული სოფელია ჩემს კარებთან. ვფიქრობ, არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ [რუსული სოფელი], მით უმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში, მაგრამ სხვადასხვა აზრებია და გემოვნება“.სად დაინახა მან რამე რუსული ამ ლამაზად მოწყობილ და ყველასთვის მიმზიდველ "საახალწლო სოფელში"?! პოლიტიკაში წყენა და დაპირისპირება ჩვეული მოვლენაა ყველგან, თუმცა საქართველოში ქვეყნის მეთაური საკუთარ საზოგადოებას და ბავშვებს უპირისპირდება. ეს ტოტალური ანომალიაა!“ - წერს აბაშიძე.