მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით რადიკალური ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ხელმოწერებს აგროვებს

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით რადიკალური ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ხელმოწერებს აგროვებს

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით რადიკალური ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ხელმოწერებს აგროვებს.

ამ პროცესს სათავეში უდგას ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც წინამორბედის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და მკურნალობის აუცილებლობაზე საუბრობს. ხელმოწერების შეგროვება თბილისში, „კოკა-კოლას“ ძველი ქარხნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მათი დღევანდელი შეკრების მიზეზი არის ხელმოწერების შეგროვება იმ წერილზე, რომლითაც მან დაწერა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ წერილზე 150-მდე ყოფილმა მაღალჩინოსანმა მოაწერა ხელი.