კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობა იძაბება. მიზეზი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გახდა. ვიქტორ ორბანმა ღიად განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გახანგრძლივება ვაშინგტონის მიერ კიევის დაფინანსებით არის გამოწვეული და სურვილის შემთხვევაში შეერთებულ შტატებს ომის დასრულება შეუძლია.
ორბანის განცხადებას კიევში მწვავე რეაქცია მოჰყვა. „მსგავსი განცხადებებით ორბანი აჩვენებს უკრაინისა და უკრაინელი ერის პათოლოგიურ უგულებელყოფას, რომელიც რუსულ აგრესიას ეწინააღმდეგება და ასევე, საკუთარ პოლიტიკურ ახლომხედველობას, ვინაიდან ომში უკრაინის დამარცხება, რისკენაც ორბანი ირიბად მოგვიწოდებს, მიგვიყვანდა უნგრეთისა და უნგრელებისადმი რუსული აგრესიის პირდაპირი საფრთხესთან“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.