ამერიკის შეერთებულ შტატებში უამინდობის შედეგად სულ მცირე 62 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ BBC წერს.
ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქ ბუფალოს მიაყენა, სადაც ქარბუქის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები.
უხვთოვლობისა და ძლიერი ყინვის გამო გაუქმებულია ათასობით ავიარეისი. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.