გირგვლიანის საქმე არის ნაცმოძრაობის ხელისუფლების შავი ლაქა და დღეს ამ საკითხის გამართლება სხვადასხვა მორალური პიედესტალიდან, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია - ამის შესახებ, ფეისბუკის პირად გვერდზე, "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მირდატ ქამადაძე წერს.
"გირგვლიანის საქმე არის ნაცმოძრაობის ხელისუფლების შავი ლაქა და დღეს ამ საკითხის გამართლება სხვადასხვა მორალური პიედესტალიდან, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია ეს არ არის მოგების ფორმულა.
თუ ვინმეს მართლა უნდა ცვლილება ამ ქვეყანაში, შავზე თეთრი კი არ უნდა ამტკიცოს, არამედ ხალხს გასაგებად უნდა უთხრას, რის გაკეთებას აპირებს, რომ აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტები, ანუ რის გამოსწორებას აპირებს ამ მიმართულებით",- წერს მირდატ ქამადაძე.