გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილთან დღეს მისი შვილი, ედუარდი არ შეუშვეს, რომელსაც ძალიან ელოდებოდა

გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილთან დღეს მისი შვილი, ედუარდი არ შეუშვეს, რომელსაც ძალიან ელოდებოდა

მიხეილ სააკაშვილთან დღეს მისი შვილი, ედუარდი არ შეუშვეს, რომელსაც ძალიან ელოდებოდა - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"გამკაცრებულია წესები ვირუსების, თუ რაღაცის გამო, მაგრამ ედუარდის შემთხვევაში არ ვიცი. ძალიან ელოდებოდა თავის შვილს, რომლითაც ამაყობს. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სისუსტე და უმადობა გრძელდება“, - აღნიშნა ალასანიამ.