გიგლა ბარამიძე: სააკაშვილის ლობისტები აშანტაჟებენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ მასთან და ეუბნებიან - თუ არ გამოიყვანთ სააკაშვილს საქართველოდან, ის დაიწყებს საუბარს 2008 წლის აგვისტოს ომის მთელ რიგ პერიპეტიებზე

დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ დასავლელ პოლიტიკოსებს ლობისტების მეშვეობით აშანტაჟებს.

„მსურს საზოგადოებას თქვენი ეთერით ექსკლუზიურად ვაუწყო, რომ ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] და მისი გარემოცვა, ნებისმიერ ქმედებაზე არიან გადასული, თვით შანტაჟზეც. დავალება აქვთ მიცემული და ახორციელებენ ამას. მაქვს ურთიერთობები დასავლეთშიც და ოკეანის გაღმაც პოლიტიკურ წრეებთან, არასამთავრობოებთან თუ სხვ. სააკაშვილის ლობისტებს დავალება აქვთ მიცემული, დადიან მთელ პოლიტიკურ წრეებში, იმ პოლიტიკოსებთან, გადამდგართან თუ მოქმედ პოლიტიკოსებთან, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ სააკაშვილთან, პირდაპირ ეუბნებიან - თუ უახლოეს დღეებში თქვენ არ გამოიყვანთ სააკაშვილს საქართველოდან, სააკაშვილი დაიწყებს საუბარს 2008 წლის აგვისტოს ომის მთელ რიგ პერიპეტიებზე, გვარების დასახელებით, ტელეფონების საუბრების შინაარსით, რაც მერწმუნეთ თქვენთვის იქნება ძალიან მძიმე. ასე მიმართვას სააკაშვილი ლობისტების მეშვებით დასავლელ პოლიტიკოსებს“, - განაცხადა ბარამიძემ.