საზღვარგარეთ ისეთ აქციას აორგანიზებენ, რომელსაც საკუთრივ საქართველოში დიდი მხარდაჭერა არ გააჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„როგორც ჩანს, ფეიგინისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მხარდაჭერის მანდატის რესურსი ამოწურულია და საქართველოში რაიმე აქციის მოწყობასა და პროტესტის გამოხატვას უკვე უიმედოდ უყურებენ. ახლა ცდილობენ, ვისთანაც დღემდე ახერხებდნენ, რომ არასწორი ინფორმაციის მიწოდების გზით, არასწორი შთაბეჭდილებები შეექმნათ, იმაზე ზემოქმედება მოახდინონ და ჩართონ ამ საქმეში. საზღვარგარეთ ისეთ აქციას აორგანიზებენ, რომელსაც საკუთრივ საქართველოში დიდი მხარდაჭერა არ გააჩნია“,- განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სააკაშვილის დასაცავად რუსი უფლებადამცველი გააქტიურდა. მარკ ფეიგინმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.