ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისა და ოჯახის წევრების ბრალდებებს პირველად პასუხობს.
მამუკა ჯანგულაშვილის განცხადებით, ეროვნული ბიუროს დისკრედიტაცია მიზანმიმართულად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ბიუროში არაერთხელ ჩატარებულია კვლევები ამ მიმართულებით სისხლის ნიმუშიდან გამომდინარე.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი კვლევებისთვის ექსპერტიზის ბიუროში წარმოდგენილია თანამედროვე სტანდარტების აპარატი, რომელიც მძიმე მეტალების რაოდენობას ნებისმიერ ობიექტში შესაბამისად განსაზღვრავს და ბრალდებები, თითქოს ბიუროს მსგავსი გამოცდილება არ აქვს სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება ლიცენზიებზე გავრცელებულ ინფორმაციას, მამუკა ჯანგულაშვილი ამ გარემოებასაც დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ბიურო შექმნილია კანონის შესაბამისად და გააჩნია დებულება, რომელიც მთავრობის მიერ არის დამტკიცებული.
სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, რომ ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტს თმის ღერით, სისხლის და/ან ფრჩხილის ნიმუშით მძიმე მეტალებზე კვლევის ჩატარების ყველა შესაძლებლობა აქვს.