რომან გოცირიძე: ვხედავთ ჩვენ რა საერთაშორისო გამოხმაურება აქვს უკვე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას

რომან გოცირიძე: ვხედავთ ჩვენ რა საერთაშორისო გამოხმაურება აქვს უკვე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას

ვხედავთ ჩვენ რა საერთაშორისო გამოხმაურება აქვს უკვე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო აქციებს იწყებენ უფლებადამცველი პირები და ცნობილი ადამიანები.

„საერთაშორისო აქციებს იწყებენ უფლებადამცველი პირები, ცნობილი ადამიანები, უკრაინელი ჟურნალისტები, ამიტომ ეს პროცესები რა თქმა უნდა, იქნება ეს აქციები, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება თუ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა გაძლიერდება და საქართველოს ხელისუფლება ნუ ეთამაშება ცეცხლს და ადამიანის სიცოცხლეს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი, მიხეილ სააკაშვილისთვის აქციას ანონსებენ. აქცია, მსჯავრდებული სააკაშვილის მხარდასაჭერად ოთხ იანვარს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან იგეგმება.