ეს არის ქვეყნის დაშანტაჟების მცდელობა და რა თქმა უნდა, ვერცერთი ბლოგერი და აქტივისტი ვერანაირი კამპანიით ვერ შეცვლის საქართველოს კონსტიტუციასა და სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამ მეთოდებით შეუძლებელია ვინმემ გვერდი აუაროს საქართველოში მართლმსაჯულებას და ეს ქმედებები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სააკაშვილის გარემოცვისთვის არა მისი ჯანმრთელობა და მკურნალობაა მთავარი, არამედ მათთვის მთავარია, როგორმე თავი დააღწიონ მართლმსაჯულებას და ამისთვის იყენებენ ჯანმრთელობის საკითხს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი, მიხეილ სააკაშვილისთვის აქციას ანონსებენ. აქცია, მსჯავრდებული სააკაშვილის მხარდასაჭერად ოთხ იანვარს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან იგეგმება.