თუ მოკვდება მესამე პრეზიდენტი, ვერანაირი სიმშვიდე ვერ დაიმკვიდრებს ქვეყანაში, ამიტომ სალომე ზურაბიშვილს შანსი აქვს, რომ ტალახიანი ასოებით არ ჩაიწეროს ისტორიაში - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„როცა არ გთვლიან პრეზიდენტად, იქნებ შენ მიხვდე, რომ უნდა იპრეზიდენტო და უნდა იპრეზიდენტო შენს საკუთარ ხალხთან, თორემ ღარიბაშვილთან და ივანიშვილთან, რომ ვერ პრეზიდენტობს და სკამს აღარ აწვდიან, ჩანს. ანუ მას აქვს ერთადერთი შანსი, რომ ის იყოს საკუთარი ხალხის პრეზიდენტი, რომელსაც უნდა მოუტანოს დეესკალაცია, სიმშვიდე და სიმშვიდე ვერ მოვა, თუ ჩვენ პოლიტპატიმრები გვეყოლება. თუ მოკვდება მესამე პრეზიდენტი, ვერანაირი სიმშვიდე ვერ დაიმკვიდრებს ქვეყანაში, ამიტომ ამ ქალბატონს, ამის შანსი აქვს, რომ ტალახიანი ასოებით არ ჩაიწეროს ისტორიაში“- აღნიშნა თამარ ჩარკვიანმა.