ყოფილი თანამდებობის პირები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა.
„ჩვენ არ განვიხილავთ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხს. ჩვენ ვამბობთ: კონსტიტუციით სიკვდილით დასჯა აკრძალულია, ისევე როგორც წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ეს ასევე გამომდინარეობს საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ნორმებიდან“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 130 ადამიანი, მათ შორისაა ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, დავით კეზერაშვილი.