შალვა ხაჭაპურიძე: მიხეილ სააკაშვილს ჩატარებული აქვს ისეთი სახის კვლევები, რაც კატეგორიულად გამორიცხავს სიმულანტობის ფაქტს

შალვა ხაჭაპურიძე: მიხეილ სააკაშვილს ჩატარებული აქვს ისეთი სახის კვლევები, რაც კატეგორიულად გამორიცხავს სიმულანტობის ფაქტს

ნუთუ ერი მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ სამართლის მაგივრად უნდა ვეძებდეთ ვენდეტას და შურისძიების გაუგონარ ფაქტს? ერთი კითხვა მაქვს, ამ ადამიანს ეტყობა, რამე განკურნების და გამოჯანმრთელების? - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"მთავარი თავსატეხი არის, როგორ მოვახერხოთ, რომ ეს პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. 30 მოწმის დაკითხვა, 21 ტომი საქმე, რასაც ვატყობ კიდევ დაემატება, ეს დროში იწელება. რამე გამოსავალი უნდა მოიძებნოს. ჩვენ არ გამოვრიცხავდით გარკვეული მოწმეების მოხსნას, მაგრამ მეორე მხარემ უფრო გაზარდა მოწმეთა სია. ბადრაგები, დამლაგებლები და ვინ არ ჩაწერეს. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ხელოვნურად გააჭიანურონ ეს საქმე. მოსამართლემ აბსოლუტურად სწორად განმარტა - როდესაც საკითხი დგება ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად და ამომწურავად უნდა განიხილოს, ანუ მას გამოსავალი არ აქვს. ჩვენ პირიქით ვთქვით, რომ მზად ვართ მოვხსნათ გარკვეული მოწმეები, თუმცა გვინდა ამ მოწმეების დაკითხვა, მეორსე მხარემ კი უფრო გაზარდა. ერთადერთი გამოსავალია, შემუშავდეს კითხვების ფორმატი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მოწმეების დაკითხვა, რომ ლოკალურად ძირითადი სათქმელი ვათქმევინოთ. კვირაში მინიმუმ ორი-სამი პროცესი მაინც უნდა ჩატარდეს და თითო პროცესზე 3 მოწმე მაინც უნდა დაიკითხოს.

2021 წლის პირველი ოქტომბრიდან ვისმენთ, რომ სააკაშვილი თურმე სიმულანტობს, მაგრამ მათ ცალსახად პირდაპირ უთხრეს, რომ ჩატარებულია ისეთი ტესტების კვლევა, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს სიმულაციის ფაქტს. საზოგადოებას მინდა ერთი რამ ვუთხრა, ნუთუ ერი მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ სამართლის მაგივრად უნდა ვეძებდეთ ვენდეტას და შურისძიების გაუგონარ ფაქტს? ერთი კითხვა მაქვს, ამ ადამიანს ეტყობა, რამე განკურნების და გამოჯანმრთელების? - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

Aburjga Tasmanieli შალვა შენს სიტყვას ფასი როდის მერე დაედო, რომ დავიჯეროთ?! ჩვენს თვალებს, ყურებს, ცოდნას და ინტუიციას უფრო არ უნდა ვენდოთ?!
2 წლის უკან