გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: სასამართლომ უნდა იმსჯელოს თემაზე კომპეტენტური მასალებიდან და არა იქიდან გამომდინარე, პატიმარს წვერი გაუპარსავი აქვს, დაუვარცხნელია თუ დაუბანელი

გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: სასამართლომ უნდა იმსჯელოს თემაზე კომპეტენტური მასალებიდან და არა იქიდან გამომდინარე, პატიმარს წვერი გაუპარსავი აქვს, დაუვარცხნელია თუ დაუბანელი

სასამართლომ უნდა იმსჯელოს თემაზე კომპეტენტური მასალებიდან და არა იქიდან გამომდინარე, პატიმარს წვერი გაუპარსავი აქვს, დაუვარცხნელია თუ დაუბანელი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ ჩართვისას პატიმარ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

იგი გამოეხმაურა რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს, რომ სასამართლოს მიერ დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება, პოლიტიკური ვერდიქტი იქნება ხელისუფლებისთვის.

„სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის თემის გადაბმა ეს არის ამოცანა, რომელიც მათ აქვთ. საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად არავის არ აღელვებს, უფრო პირიქით ვიტყოდი. დიდი ხანია მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული ზეწოლა თავად სააკაშვილზე, როდესაც ეს გავლენიანი სპექტრი, რომელიც საინფორმაციო საშუალებებს ფლობსა და მანიპულირებს, ამ საინფორმაციო საშუალებებით მოუწოდებდა მას, რომ არავითარ შემთხვევაში შიმშილობა არ შეეწყვიტა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თმით, შემდეგ გამოაცხადეს, რომ სააკაშვილს აბნეული აქვს გონება და შემდეგ გამოაცხადეს ხეიბრად, რომელსაც არ შეუძლია ლოგიკურად იაზროვნოს. აღნიშნულის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზეც არ მიუღიათ ეს თემა სერიოზულად.

„თავად სააკაშვილმაც ვერ გამოავლინა თავი იმ ფორმით, რომელიც მოთხოვნილი იყო მისგან. ახლა დაიქირავეს საერთაშორისო-საექსპერტო ჯგუფი, საექსპერტო არა სამართლებრივ, არამედ პიარულ საკითხებში. მოხდა თუ არა ეს, ამას დაემთხვა ინტენსიური განცხადებები მისი მოწამვლის შესახებ.

სასამართლომ უნდა იმსჯელოს თემაზე კომპეტენტური მასალებიდან და არა იქიდან გამომდინარე, პატიმარს წვერი გაუპარსავი აქვს, დაუვარცხნელია თუ დაუბანელი, “, - აღნიშნა ვოლსკიმ.