დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე უარყოფს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებას, თითქოს მან ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გეჯაძემ განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რაში დასჭირდა შალვა ხაჭაპურიძეს ასეთი ცილისწამება. ალექსანდრე გეჯაძის თქმით, თუ ხაჭაპურიძეს რაიმე ჩანაწერი აქვს, შეუძლია გაასაჯაროოს.
„ოპერატორთან მიმართებაში, კვლევის პროცესში, პროზექტურაში, პირველივე საათებში, ჩემს გვერდზე, სასექციო დარბაზში, საიას მხრიდან იყო ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც მთელი ამ კვლევის პროცესს ესწრებოდა. დღემდე ამ დასკვნის იგნორირების, შეცდომების, არაობიექტურობის თაობაზე არც საიას და არც სხვა რომელიმე იურიდიულ კომპანიას განცხადება არ გაუკეთებია.
ექსპერტიზების დროს, მთელ პასუხისმგებლობის ტვირთს იღებს ყველა ის კომისიის წევრი, რომელიც ხელს აწერს ექსპერტიზას. გავიარე კლინიკური კონსულტაციები სპეციალისტებთან და მათი ერთობლივი პოზიციაც იყო, რომ იმ დროს არსებული მონაცემებით, ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივცემდით ბატონ შალვას მისთვის პოზიტიურ დასკვნას, ანუ ვერ დავწერდით, რომ ის არის მძიმე ავადმყოფი“, - აღნიშნა გეჯაძემ.