სახეზეა თვითონ ამერიკელი ექსპერტების დასკვნა, რომ აქ ადგილი არ ჰქონია მოწამვლის ფაქტს, როგორც ეს დასტურდება უშუალოდ მათივე ჩატარებული ექსპერტიზით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„და ყველაზე მთავარი რაც არის - თვითონ მსჯავრდებული უარს აცხადებს ანალიზების ჩატარებაზე, რაც წერტილს დაუსვამდა ყოველგვარ სპეკულაციას ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან მარტივი ლოგიკაა აქ - როდესაც უარს ამბობ ექსპერტიზაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც გაქვს დასამალი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ განცხადებები მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად, სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის მცდელობას.