არის პოლიტიკური ამოცანა, რომ სააკაშვილს სასჯელი აარიდონ და ამისთვის იყენებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ პატიმრის უფლება იყოს დაცული ჯანდაცვაზე, შესაბამისად, ამ სერვისის მიწოდების თვალსაზრისით პენიტენციურ სამსახურს ყველაფერი აქვს მობილიზებული, რომ მკურნალობა იყოს მიწოდებადი“, - აღნიშნა მან.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ განცხადებები მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად, და სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის მცდელობას.