ეკა სეფაშვილი „გორბის“ კვლევაზე: ჩვენი მოძრაობა მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს სინამდვილეში გამოჩნდა და უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია

ეკა სეფაშვილი „გორბის“ კვლევაზე: ჩვენი მოძრაობა მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს სინამდვილეში გამოჩნდა და უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი „გორბის“ კვლევის შედეგებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ „ხალხის ძალამ“ მოკლე დროში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.

„ჩვენი მოძრაობა მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს სინამდვილეში გამოჩნდა და უკვე მნიშვნელოვან დადებით შედეგებს მიაღწია იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობა ემხრობა მის შეხედულებებს“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.