მათი [ოპოზიცია] პარტიული აქტივით არის დაკომპლექტებული ომბუდსმენის ოფისი დღევანდელ დღეს, აქედან გამომდინარე, მათ არავითარი პრაგმატული ინტერესი არ აქვთ, რომ რამე შეიცვალოს ამ ოფისში და ასევე, მათ აქვთ ინტერესი, რომ არ შესრულდეს 12 პუნქტიდან ერთ-ერთი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„აქედან გამომდინარე ისინი მოქმედებენ საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა კობახიძემ.
მმართველმა პარტიამ ოპოზიციას შესთავაზა, არჩევანი ომბუდსმენობის 5 კანდიდატს შორის გააკეთოს.