ირაკლი კობახიძე: „გორბის“ კვლევა ასახავს საზოგადოების განწყობას და იმ რეალობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია

ირაკლი კობახიძე: „გორბის“ კვლევა ასახავს საზოგადოების განწყობას და იმ რეალობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია

„გორბის“ კვლევა ასახავს საზოგადოების განწყობას და იმ რეალობას, რომელიც ჩამოყალიბებულია ქვეყანაში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საზოგადოება აფასებს ქვეყანაში მშვიდობას და ეკონომიკურ ზრდას.

„საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე ისედაც უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“. წინა არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ავიღეთ 48%, თვითმმართველობის არჩევნებზე - 47% და აქ არის გარკვეული გაუმჯობესება, რაც არის კონკრეტული ფაქტორების შედეგი. ეს არის პირველ რიგში მშვიდობა, ხალხი აფასებს მშვიდობას, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში იმ უმძიმესი ვითარების ფონზე, რომელიც არის რეგიონში ჩამოყალიბებული და მეორე არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, - აღნიშნა კობახიძემ.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.