ანრი ოხანაშვილი: კარგად ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს პატიმარ სააკაშვილის გარშემო: როგორ ხდება ამ ადამიანის ინსტრუმენტალიზაცია თავისივე პარტიის მხრიდან

ანრი ოხანაშვილი: კარგად ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს პატიმარ სააკაშვილის გარშემო: როგორ ხდება ამ ადამიანის ინსტრუმენტალიზაცია თავისივე პარტიის მხრიდან

კარგად ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გარშემო: როგორ ხდება ამ ადამიანის ინსტრუმენტალიზაცია თავისივე პარტიის მხრიდან. პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხაბეიშვილი სამკურნალო დაწესებულების ერთ ფანჯარასთან ატარებს აქციას, შემდეგ მეორე წარმომადგენელი - ნიკა მელია მეორე ფანჯარასთან გადაინაცვლებს და ამით ისინი ვითომ ამტკიცებენ, ვინ უფრო ზრუნავს სააკაშვილზე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„. ამას იყენებენ შიდა პოლიტიკური გარჩევისთვის, თუ ვინ უფრო გულმხურვალე მხარდამჭერია სააკაშვილის. რაც შეეხება იმ აბსურდულობას, როცა საუბრობენ წამებაზე. პატიმარ სააკაშვილს ბოლო მონაცემებით ნოემბერ-დეკემბერში დაახლოებით 1500 ვიზიტორი ჰყავდა. იცით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე აძლევს ნებართვას პარლამენტის წევრებს, რომ ესტუმრონ სააკაშვილს. პრაქტიკულად ორჯერ მათ შეუძლიათ მოინახულონ სააკაშვილი. გარდა ამისა, ოჯახის წევრები და სხვები - მთლიანობაში არის დაახლოებით 1500 ვიზიტორი. ეს თუ წამებაა, საზოგადოება ამას კარგად ხედავს, რომ ვერავითარ წამებაზე საუბარი ვერ იქნება. პირიქით, ის არის პრივილეგირებული პატიმარი. 1500 ვიზიტორის შესვლას, პარლამენტის წევრების დაშვებას, სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნას, ეს ხალხი ახლა ეძახის წამებას“, - აცხადებს ოხანაშვილი.