„ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოხდა ამ დანაშაულების გამოძიება და მოხდა ისე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სრული თანამშრომლობა ჰქონდა ჰააგის საგამოძიებო ორგანოსთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობიწ წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„არამხოლოდ უშალოდ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა არის, უბრალოდ უსინდისობაა, როდესაც შენ შავით თეთრზე სხვა რამეს გიმტკიცებენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოხდა ამ დანაშაულების გამოძიება და მოხდა ისე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სრული თანამშრომლობა ჰქონდა ჰააგის საგამოძიებო ორგანოსთან და რომ არა ჩვენი საჯარო მოხელეები, მათ შორის პირველ რიგში იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები და მათი ხელმძღვანელობა, ასეთ შედეგს ჩვენ ვერ მივიღებდით“, - აღნიშნა სამხარაძე