დავით კირკიტაძე: დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ვნახოთ, რა რეაგირება ექნება საქართველოს ხელისუფლებას

დავით კირკიტაძე: დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ვნახოთ, რა რეაგირება ექნება საქართველოს ხელისუფლებას

დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ვნახოთ, რა რეაგირება ექნება საქართველოს ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და სააკაშვილის უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდა.

„მინდა, გამოვეხმაურო პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას, ბოროტებასთან ომში მყოფმა პრეზიდენტმა მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს და გადაიყვანონ მისთვის შესაბამის გარემოში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ვნახოთ, რა რეაგირება ექნება საქართველოს ხელისუფლებას. ისინი მართლა დგანან და ითვალისწინებენ ჩვენი უკრაინელი მეგობრების თხოვნას, თუ კიდევ ერთხელ ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და უარი უთხრან უკრაინის პრეზიდენტს ამ თხოვნაზე“, - განაცხადა კირკიტაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. „გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში. სწორედ - ახლა არის ამ კეთილი ნაბიჯის გადადგმის დრო“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას უკრაინის პრეზიდენტმა.

amo ალბათ ნაციონალებს მიმართავს
2 წლის უკან