ალეკო ელისაშვილი GORBI-ის კვლევებზე: ჩვენთვის ყველაზე სანდო არჩევნებია და არჩევნებამდე დიდი დროა - ამ კვლევაში ჩანს, რომ ჩვენ პარტიას მხარდაჭერა გაეზარდა

ალეკო ელისაშვილი GORBI-ის კვლევებზე: ჩვენთვის ყველაზე სანდო არჩევნებია და არჩევნებამდე დიდი დროა - ამ კვლევაში ჩანს, რომ ჩვენ პარტიას მხარდაჭერა გაეზარდა

პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მათთვის ყველაზე სანდო არჩევნებია, თუმცა მისივე თქმით, GORBI-ის კვლევებით ჩანს, რომ მათ პარტიას მხარდაჭერა გაეზარდა.

როგორც ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, არჩევნებზე გამოჩნდება ვის, რა შედეგი ექნება​.

„ჩვენთვის ყველაზე სანდო არჩევნებია და არჩევნებამდე დიდი დროა. ამ კვლევაში ჩანს, რომ ჩვენ პარტიას მხარდაჭერა გაეზარდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვიცით, რომ სწორ გზაზე ვართ, ვიცით, რასაც ვაკეთებთ და დანარჩენს უკვე წიწილების თვლის არ იყოს, არჩევნებზე ვნახავთ, ვის, რა შედეგი ექნება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

GORBI-ს მიერ გამოკითხული რესპონდენტების 81% ამბობს, რომ ემხრობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.