გივი მიქანაძე: GORBI-ს კვლევებმა ცალსახად აჩვენა საზოგადოების განწყობები იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს

გივი მიქანაძე: GORBI-ს კვლევებმა ცალსახად აჩვენა საზოგადოების განწყობები იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს

გივი მიქანაძემ GORBI-ს კვლევის შედეგები შეაფასა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თმით, კვლევა საზოგადოების განწყობა ცალსახად აჩვენა.

„GORBI-ს კვლევებმა ცალსახად აჩვენა საზოგადოების განწყობები და დამოკიდებულება იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ხელისუფლება ძალიან გააზრებულად, დაბალანსებულად და, რაც მთავარია, საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს“, - აცხადებს მიქანაძე.

GORBI-ს მიერ გამოკითხული რესპონდენტების 81% ამბობს, რომ ემხრობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.