რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების გამო თეირანს გაეროში თავის მართლება მოუხდა.
საერთაშორისო ორგანიზაციაში ისლამური რესპუბლიკის ელჩი დაიბარეს და კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ირანული წარმოების დრონებით მიტანილი იერიშის გამო პასუხი და განმარტება მოითხოვეს.
გაეროში ირანის ელჩმა ირანული იარაღის უკრაინაში გამოყენებას „გაუგებრობა“ უწოდა. ელჩი იმასაც ამტკიცებს, რომ თეირანმა მოსკოვს დრონები ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მიჰყიდა.
შეიარაღების რუსეთისთვის მიწოდების მოტივად კი 2020 წლის 18 ოქტომბერს გაეროს რეზოლუციის გაუქმება დაასახელა, რომლის მიხედვითაც იარაღის სხვა ქვეყნისთვის მიწოდების აკრძალვა მოეხსნა.