ბათუმში მაღალსართულიან კორპუსში ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში მაღალსართულიან კორპუსში ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში, მაღალსართულიან კორპუსში ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობთ, ხანძარი კონტროლირებადია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები, სამართალდამცველები, ასევე ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი. მისი განცხადებით, რესტორანი, სადაც ცეცხლი გაჩნდა, არ ფუნქციონირებდა. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე ხანძარი საღამოს, დაახლოებით 12 საათზე გაჩნდა.